10:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 12:16:09, 418 ნახვა

პოლიტიკა
მარტვილის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დატოვა

მარტვილის საკრებულოს წევრმა, ზურაბ ბიგვავავმ წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობა დატოვა.

ინფორმაციას ბიგვავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას. ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში. წერტილი!!!

მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ გიორგისადმი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი: გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულით-ხორცამდე ქართველი კაცი. მან, თავისი ჭკვიანური და დროული ქმედებებით ბევრი ფორს-მაჟორული კრიზისი ააცილა ქვეყანას. სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომა არის შედეგი 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძესეულ საკადრო “სამჭედლოზე” და “ნამდვილი, თუ არანამდვილი” პირების ზეობაზე.

მე, ვამაყობ გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის, ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად. ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო და ეს შემიძლია გამოვხატო ცოტა რამით: მე, ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას.

მჯერა, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქართველ ხალხთან ერთად ერის და ქვეყნის გასაერთიანებლად”, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics