07:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 12:48:29, 479 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ის, რასაც ნიკა მელია აკეთებს, საზოგადოებრივი განგაშის ატეხვაა

ის, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, ცალსახა უკანონობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპიზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მხარდაჭერა პოლიტიკური თემა არ არის.

„მინდა აღვნიშნო, რომ რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის ცალსახა უკანონობა. ყველაზე საშიში უკანონობა გახლავთ მაშინ, როდესაც ის ღიად არის ჩადენილი. ყველაზე საშიშია უკანონობა, რომელიც შეფუთულია კანონში, ინსტიტუტებში. ყველაზე საშიშია, როდესაც სამართალი და კანონი ემსახურება უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს. აი, ეს ხდება დღეს ნიკა მელიას შემთხვევაში. ამიტომ, რასაც აკეთებს ნიკა მელია ეს არის საზოგადოებრივი განგაშის ატეხვა, თუ სად არის საქართველო და რა მდგომარეობამდეა ქვეყანაში მისული სამართალი და ინსტიტუტები. ამიტომ, ნიკა მელიას მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური თემა. დღეს ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთად არ დავუშვათ, რომ კანონის სახელით მოქმედებდეს უსამართლობა და უკანონობა. ამაზე ვიმსჯელებთ სწორედ დღეს. პირველ რიგში გადამწყვეტი იქნება ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, თუ როგორ ხედავს ის მომავალს და საკუთარი ბრძოლის გეგმას. მოვუსმენთ ნიკას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics