04:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 13:01:04, 459 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ნულოვან ბარიერზე - ოპოზიციური პარტიებისგან კონკრეტულ პასუხს ველოდებით

„კონკრეტულ პასუხს ველოდებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუკი ოპოზიციურ ჯგუფები აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესს გამოხატავენ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ.

„კონკრეტულ პასუხს ველოდებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესს და თუკი ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ. თუკი ამას არ აკეთებენ, ეს უკვე აჩენს ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსს. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გამოიძებნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 0-დან 3%-მდე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება გახდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics