|
2021-01-29 16:09:26, 820 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციასთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა მათი მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდეს
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს კვლავ გააგრძელებს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეებთან“ ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოში განხორციელდება. „ჩვენ როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ იმთავითვე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით გაუმჯობესებულ გარემოში შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხიმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ ჩვენ და პარტია „მოქალაქეებმა“. ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების და მათი წარმოამდგენლებისთვის, მათთვის, ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)