|
2021-01-27 12:29:24, 576 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ იმდენი გამბედაობა არ აქვს, რომ მანდატები ყველას გაუუქმოს
„ქართულ ოცნებას“ იმდენი გამბედაობა არ აქვს, რომ მანდატები ყველას გაუუქმოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების გაკეთებით კატა-თაგვობანას თამაშში შედის. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ კიდევ უფრო მეტ ჩიხში შევლენ და საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებენ, თუ ყველას ერთად გააუქმებენ მანდატებს. გაუგონარი ამბავია, ამას ვერ ახსნის ვერც საზოგადოებასთან და ვერც დასავლელ პარტნიორებთან. ერთის მხრივ, იმდენი გამბედაობა აქვს, რომ ყველას გააუქმოს მანდატი და ასეთ რადიკალურ ზომაზე წავიდეს. მეორე მხრივ, არალეგიტიმური პარლამენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება, იმიტომ რომ პარლამენტის უმეტესობას მანდატებს გააუქმებს, ამას ვერანაირად ახსნის ამიტომ შედის კატა-თაგვობანას თამაშში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)