|
2021-01-22 14:24:01, 665 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზადაა
„ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზადაა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და ისინი პოლიტპატიმრების არსებობასაც არ აღიარებენ. „4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების დასაფიქსირებლად მოვედით. გაირკვა ის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდზე იყო მზაობა „ქართული ოცნების“, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმობები და კომპრომისის მზაობა დადასტურდა. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ. პოლიტპატიმრებზე გითხარით, რომ როგორც ჩვენ ძალიან პრინციპულად ვსვამდით საკითხს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)