|
2021-01-12 23:59:43, 740 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე
საქართველო, ისევე როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობისთვის მზად არის. - – ამის შესახებ ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „20/30 როცა დავაფუძნე, მაშინ 2030 წელი საკმაოდ შორს იყო. მაშინ ძალიან უპერსპექტივოდ ეჩვენებოდათ. ქართველები ცოტა სულსწრაფები ვართ. აქედან გამომდინარე, მაშინ გაბედულად ვერ ვამბობდი და ახლა შემიძლია ვთქვა, 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ძალიან დიდი ალბათობით, თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, სტაბილურად განვვითარდებით, ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია. ასევე, იცით კარგად, რომ ნატო-ს სჭირდება დემოკრატიული, ფინანსური ინსტიტუტები, ჯარის რაღაც დონე. ნატო-ს სტანდარტებს რაც სჭირდება, დღეს და გუშინაც, ჩემი აზრით, ვაკმაყოფილებდით. ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპაში, იმ ორ პროცენტსაც არ იხდის საერთო შიდა პროდუქტიდან, რასაც ჩვენ. ჩვენ, ღარიბი ქვეყანა ამასაც კი ვიცავთ. დღეს თავისუფლად ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს, მაგრამ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელმა ქმედებამ 2008 წელს, ბევრი კითხვები გააჩინა. გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელი მეგობრები, გამოკვეთილი მხარდაჭერა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა სტაბილური იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკურად. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოვახერხებთ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო გახდება ყველაზე დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნების ოჯახის წევრი. არც ისე შორსაა 2030 წელი. 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს, სტაბილურად განვვითარდით, ჩვენ 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი. თუმცა, იქ ჩვენ ეკონომიკურად ვერ ვიქნებით ყველაზე მდიდრები, მაგრამ სხვა საშუალებები იხსნება და ვფიქრობ, მოკლე დროში ჩვენს ქვეყანასაც ისეთივე წარმატებულს გავხდით, როგორი წარმატებულიც ევროპის ქვეყნებია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)