|
2021-01-11 12:26:19, 597 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ივანიშვილმა როგორც ხარმა, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა
„ივანიშვილმა როგორც ხარმა, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა. „ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ახლა უკვე, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა. ის დამარცხდა ამ არჩევნებზე როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება. ამიტომ დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს არ ცვლის იმ გაგებით ,რომ მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის, სანამ მორიგი მთავარი პროკურორი მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდით ვინ გამოუშვან და ვინ დაიჭირონ, ძალაუფლება ივანიშვილის ხელში იქნება. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება“, - განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)