|
2021-01-07 11:17:36, 868 ნახვა
პოლიტიკა
სენატორმა შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად 2012 წლის საქართველოს არჩევნები მოიყვანა
სენატორმა ჯინ შაჰინმა კაპიტოლიუმის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, განახლებულ სხდომაზე ისაუბრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაზე და აღნიშნულის მაგალითად, საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიყვანა. როგორც შაჰინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2012 წელს საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა შიში, რომ სააკაშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას და აღნიშნული ძალადობაში გადაიზრდებოდა. „სენატის ბევრი წევრის მსგავსად, მსოფლიოს გარშემო ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვყოფილვარ, მათ შორის საქართველოში, სადაც 2012 წელს ჩავედი სენატორ რიშთან ერთად, რათა დავკვირებოდით სენატის სახელით საპარლამენტო არჩევნებს. ეს იყო ბრძოლა პარლამენტში შესასვლელად, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ქვეყანაში იყო შიში, რომ სააკაშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას და ეს ძალადობაში გადაიზრდებოდა. მე და სენატორი რიში მივედით სააკაშვილთან არჩევნების შემდეგ და ვუთხარით, რომ მან იშრომა 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, დემოკრატიის სიდიადე კი იმაშია, რომ ხელისუფლება შვიდობიანი არჩევნების შემდეგ უნდა გადაებარებინა ადამიანისთვის, რომელმაც მოიპოვა ხალხის ხმათა უმრავლესობა, კერძოდ, „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)