|
2021-01-04 14:11:13, 844 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინც მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა პარლამენტში
თუკი ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად სიის მომდევნო წევრები საჯაროდ აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში. „თუ იქნება მზადყოფნა იმ პარტიებში, სადაც სიები ჩახსნილი არ არის და აცხადებენ, რომ შედიან საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით, ჩვენ არც პოლიტიკურად გვაქვს უფლება, რომ მათ არ მივცეთ შემოსვლის საშუალება. სიის პირველი ნომრების განცხადება იყო, რომ გასულიყვნენ და შემდგომი მომდევნო ნომრების, რომ შემოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს ერთადერთი შემთხვევა ჩვენ ზუსტად ისე, როგორც მათი ნება იყო, პროცედურული წესების თანახმად, დავაკმაყოფილეთ. თუკი ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ 2 პარტიის - ე.წ. ევროპული საქართველოს და ნაცმოძრაობის ბულინგს, მესიჯ ბოქსს, ნარატივს, დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში. გასაკვირია, ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, როგორ შეიძლება ეშინოდეს და როგორ შეიძლება ექვემდებარებოდეს ევროპული საქართველოს თუ ნაცმოძრაობის ლიდერების ბულინგს?! ჩემი აზრით, საბოლოოდ ეს მოჯადოებული წრე გაირღვევა და რაციონალური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შემოვლენ საქართველოს პარლამენტში“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)