|
2020-12-29 11:35:54, 594 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ვინ შევიდა ან არა პარლამენტში
პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ვინ შევიდა ან არა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მანვე დასძნა, რომ მისთვის ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისი. „გულწრფელად გეტყვით, მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე, ვერც დავარქმევ მე ამას კრიზის, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლების პრობლემა ქვეყანაში არ არის, დემოკრატიული პრცესი ვითარდება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისთან გამოკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დროს, არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, არავის ემახსოვრება ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა ამაზე უარი, ყველას ემახსოვრება, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით ეს ორი კრიტერიუმი დგას ზედა რიგებში და სხვა ყველაფერი, შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)