|
2020-12-28 20:34:08, 705 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მოიძიეთ ჩვენი ანგარიშები და აქტიურად განიხილეთ - ომბუდსმენი წულუკიანს პასუხობს
მოვუწოდებ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები და საპარლამენტო ფორმატში აქტიურად განიხილონ, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას. „იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ: • ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი! • ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი“ მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სხდომას სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. „მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)