|
2020-12-25 12:20:58, 712 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ კრამერი - ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი „ამერიკის ხმასთან, რომ არ უნდა საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. „საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. ვაშინგტონში ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს. ერთპარტიული პარლამენტია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამში, ლაოსში და ძალიან არ მინდა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყოს საქართველო. იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. იმედი მაქვს, 2021 წელს საქართველოში ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს“, - ამბობს დევიდ კრემერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)