19:48 - 03 Aug, 2026
|
2020-09-26 10:55:51, 565 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N39 ბ და ვ კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 600 კვ.მ ფართობზე იგება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ამ მისამართზე ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ორივე კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ. ორ დღეში დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და მომავალი კვირიდან 140 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 204 000 ლარი დახარჯა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)