|
2020-09-25 20:21:02, 458 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში აუცილებელია მსგავსი სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაწმინდის რაიონში არც ერთი უბანი არ დარჩეს სკვერისა და რეკრეაციული სივრცეების გარეშე. ახალი სკვერების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ სკვერებსაც ვუტარებთ სრულ რეაბილიტაციას. ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერიც ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სრულად განახლდება, რომელიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 468 377 ლარი გამოიყო.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)