|
2020-09-24 20:37:34, 1046 ნახვა
საზოგადოება
ქორწილებზე და რიტუალურ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებით მიყენებული ზარალი შესაძლოა ანაზღაურდეს
ქორწილებზე და რიტუალურ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებით მიყენებული ზარალი შესაძლოა ანაზღაურდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ არსებობს რისკი, რომ ამ ზარალის ანაზღაურება აისახო კანონის დარღვევად. "ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ბოლო პერიოდის შეზღუდვები შეეხოთ ქორწილებიდან, რიტუალური ღონისძიებებიდან გამომდინარე. ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, მაქსიმალურად ეს ზიანი აუნაზღაურდეთ და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, ყოველ შემთხვევაში, არჩევნების დღემდე, ეს იქნეს აღქმული კანონის დარღვევად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ბალანსი დავიცვათ, თუმცა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ამ ადამიანებს ინფორმაციას მივაწვდით." - განაცხადა მეზვრიშვილმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)