|
2020-09-24 10:37:49, 449 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი. მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის საელჩომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა. გიორგი ბაგრატიონმა ნიკოლას კიფს საელჩოს მხრიდან დაცვის პოლიციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)