|
2020-09-24 10:35:04, 495 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია. ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე ის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე გამფრენი მგზავრებისთვისაც. სწორედ ამიტომ, სარეალიზაციო პროდუქციის ჩამონათვალი, სრულად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მგზავრის საჭიროებებს. პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას. ქუთასის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მსგავსი ტიპის კვების ობიექტების მოწყობით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)