21:09 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:37:14, 573 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო

17-18 სექტემბერს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8 778 საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტი მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული ახალი რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად აღასრულონ   შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი კონტროლის მექანიზმები და შეზღუდვები.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ვითარების კონტროლს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics