|
2020-09-16 22:59:53, 1020 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძე - UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა
მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად. „ეს ღონისძიება ჩვენი, როგორც ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის, კიდევ ერთი აღიარებაა. ეს არის ასევე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა კონკრეტულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციით, სადაც საქართველოზე პირდაპირაა აღნიშნული, რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „იმედში" თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობაზე საუბრისას. გენადი არველაძის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, თუ თუ როგორ უნდა განახორციელონ და დანერგონ ქვეყნებმა ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ქვეყნებად ჩამოყალიბებას. გენადი არველაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღონისძიების აბსოლუტურად ყველა მონაწილის ჩამოსვლა ყველა წესის დაცვით განხორციელდა. მათ ჩაუტარდათ PCR ტესტები და ქვეყანაში შემოვიდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ასევეა დანერგილი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აღნიშნავდნენ ასევე თავად სტუმრები - რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ კუთხით აღიარებას", - აღნიშნა მან. გენადი არველაძის ინფორმაციით, ღონისძიების მეორე დღე დაეთმობა ბიზნესფორუმს - ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ბიზნესდელეგაციაც სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების მიმართულებით. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს არის პანდემიის შემდეგ პირველი ბიზნესფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ქვეყანა ბიზნესსექტორს, ამ ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა მან.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)