01:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 15:14:18, 3907 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ხიდურელი: არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. 

საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel-ის თბილისის ფილიალი მოინახულეს. აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს  პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics