|
2020-08-26 13:25:34, 1832 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-15 წუთამდე შემცირდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება. „სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს და შესაბამისი დერეფნები მოეწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს, რომლებიც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ, გაჩერებებზე ლოდინი 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენი რეფორმის მთავარი ამოცანაა, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ავტობუსების განახლება მოხდეს ისე, რომ მოქალაქეს ავტობუსით სარგებლობის შესაძლებლობა 7-დან 15 წუთის განმავლობაში ჰქონდეს. სწორედ ამ მიზნით, ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება - შესყიდული გვაქვს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს უკვე იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. „ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში ჩართული არიან უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, ექსპერტები და მათ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი. მომდევნო დღეების განმავლობაში, გვექნება პრეზენტაცია, სადაც გვეყოლება მოწვეული სტუმრები, იქნება მსჯელობა, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და საზოგადოებასაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით. პირველი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება ერთადერთი. საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ, რომ არსებულ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად შევძლოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ შესყიდვაა. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)