|
2020-08-17 13:26:26, 953 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვადასხვა დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 14 მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები გლდანის ა მიკრორაიონის N60 კორპუსთან, მესამე მიკრორაიონის N14 კორპუსთან, მესამე ა მიკრორაიონის N21-22, პირველი მიკრორაიონის N18, მეოთხე მიკრორაიონის N109 ა კორპუსთან, ასევე, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N33, N29 და მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N12-13 კორპუსებთან მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და შეიცვლება დაზიანებული ინვენტარი. სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, მიმდინარე ხელშეკრულებით გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 313 511 ლარი არის გათვალისწინებული. სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ ახორციელებს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)