08:51 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 20:50:17, 1186 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები მესამე დღეა აქციას მართავენ - აქციას მოძრაობა „სირცხვიალია“ შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთი მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ბელარუსის მოქალაქეები მესამე დღეა აქციას მართავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მშვიდობიან აქციაში ბელარუსის და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციას მოძრაობა „სირცხვილიაც“ შეუერთდა.

მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ბელარუს ხალხს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციების ფონზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

მე-5 დღეა ბელორუსში აქციები მიმდინარეობს, ხელისუფლების წინააღმდეგ მუშები, ექიმები და სამმართალდამცავებიც გაიფიცნენ. პარალიზებულია დღემდე საავტომობილო ქარხნები, მუშაობის გაგრძელება უჭირს სხვა მნიშნველოვან პუქნტებსაც.

თანამდებობები ასევე დატოვეს, ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სახელმწიფო არხების წამყვანებმა და ჟურნალისტებმა.

მინსკში  მე-5 დღეა ბარიკადების დასაშლელად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იყენებ რეზინის ტყვიებს, ცრემსადენ გაზს და წყლის ჭავლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics