|
2020-07-31 11:15:50, 2228 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგი გაიარეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. კურსი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორი, ნეიროქირურგი და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი კონსტანტინე ჩუტკერაშვილი უძღვებოდა, მოიცავდა სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებით. სასწავლო კურსი ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია. ტურისტების რაოდენობით იმერეთის მღვიმეები გამოირჩეოდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებაა, რაც ხელს შეუწყობს მათზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით განხორციელებას. სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისთვის ცენტრში დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)