|
2020-07-29 19:39:30, 3186 ნახვა
საზოგადოება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „კაწროს“ მეგობარი, დაჩი ბუაძე შსს-ში იმყოფება
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მეგობარი დაჩი ბუაძე შსს-ში იმყოფება. „ექსპრესსნიუს“ შსს-ში ბუაძის ყოფნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, თუმცა რა სტატუსით დაიბარეს უწყებაში „კაწროს“ მეგობარი ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით უწყებამ ბუაძე მოწმის სტატუსით დაიბარა და ამ წუთებში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები არასრულწლოვნი და სრულწლოვანი ბრალდებულების ცალ-ცალკე ჩაინიშნა. ასევე გამოძიება 109-ე მუხლითაც მიმდინარებს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)