|
2020-07-29 12:09:17, 2511 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი ახალი, წინასწარ დაანონსებული სქემის მიხედვით გადაადგილდება
ჭავჭავაძის გამზირზე დახაზვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტრანსპორტის მოძრაობა კი, წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისთვის გამოყოფილ შუა ზოლში იმოძრავებს. „დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება. ადაპტაციის პერიოდში მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით. ამ პროექტის ფარგლებში, მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს ნუ განვიხილავთ. ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები ერთიანი სივრცეა. სქემის დამუშავებისას, ყველაფერი წინასწარ გათვლილია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას და ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოსახლეობას აცნობა, რომ 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ. წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)