|
2020-07-29 11:45:18, 2624 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, საუბარია დახაზვით სამუშაოებზე. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ შეიქმნება“, განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)