|
2020-07-24 10:37:45, 2512 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი, უწყებაში არსებული ინფორმაციით უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც საქსტატი სამინისტროს შესაბამისად დამუშავებულ ინფორმაციას მიაწვდის. „საიმედო და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა საქსტატთან, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი მწარმოებელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქსტატს რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვებასა და მიღების ორგანიზებაში დაეხმარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. „მიმაჩნია, რომ თემატური სამუშაო ჯგუფების წევრების მონაწილეობით გამართული სამუშაო შეხვედრები, ხელს შეუწყობს როგორც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ისე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მათთვის საჭირო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)