|
2020-07-19 12:56:08, 2788 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი - პირველი დაკითხვისას ის ჩემ გარეშე იყო, ამიტომ დარიგებები არ მიუღია და სრული სიმართლე ილაპარაკა
„პირველი დაკითხვისას ის ჩემ გარეშე იყო, ამიტომ დარიგებები არ მიუღია და სრული სიმართლე ილაპარაკა“ , - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატმა, ანა ჟღენტმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და სიტუაციასაც გაერიდა, თუმცა მასზე თავდასხმა მაინც მოხდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე დაპატიჟეს, სადაც მოგვიანებით მივიდა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა, თუმცა ნაცნობებიც იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონებთან ერთად იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მცირედი შელაპარაკება მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არც ჩხუბი იყო და არც კამათი. შემდგომში იგი ადგა, რომ რამე პრობლემა არ შექმნილიყო ჩხუბის სახით და უბრალოდ, ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამ დროს მას წინ ხვდებიან პირები და როდესაც ეს სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ. რაც შეეხება ამ პიროვნებების ამოცნობას, ნამდვილად არ იცნობს. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ, გვიანიც იყო და ბუნებრივია, ვერც იხსენებს, ვინ იყვნენ ის პიროვნებები. მინდა გითხრათ, რომ პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც დარიგებული იქნებოდა. მან სრული სიმართლე თქვა. შემდგომში საქმეში მე ჩავერთე. იგი დაზარალებულად სცნეს. მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის შემდეგ მათთან მიდის ჩიქოვანი. ამ შემთხვევაში, ჩიქოვანიც გახდა კამათის მონაწილეც და მას მიაყენეს დაზიანება, კერძოდ კი, თავის არეში. შემდგომში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვიან ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდა, იგი უკავშირდება თავის მეგობარს, მეგობარი დახვდა და წავიდნენ მასთან სახლში“, - განაცხადა ანა ჟღენტმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)