19:29 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 12:42:53, 1180 ნახვა

საზოგადოება
აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა.

ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები  ფსიქოლოგთან  და ფსიქოთერაპევტთან  უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ,  ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი დღეს ადგილზე გაეცნენ. ისინი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს  ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ  სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით   ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან.

ცხელი ხაზი - 111, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. 

ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics