|
2020-07-14 11:42:47, 1393 ნახვა
საზოგადოება
DRI: გალის რაიონში მოსახლეობის ნაწილი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა
გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. ამის შესახებ ინფრომაციას DRI ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულის გამო მოსახლეობის ნაწილი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. „არსებული პრაქტიკის მიხედვით, დევნილთა შემწეობის დარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათზე, რომელიც 6 წლის ვადით გაიცემა თუმცა პინ კოდის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებზე პინ კოდის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. 1 ივლისის შემდეგ, პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება მოუწევთ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე გამოსავალს წარმოადგენდა პლასტიკური ბარათის იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და მათ სახელზე გაცემული შემწეობის ბანკომატის მეშვეობით მიღებას ახერხებდნენ. პანდემიის პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოახერხა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგური გადმოცურვაც კი უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისას, რუსმა მესაზღვრეება საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, 9 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის გადაცურვის მცდელობის გამო დაახლოებით 30 მოქალაქე დააკავეს. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო, თითოეულ მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3,000-დან 20,000-მდე რუბლის გადახდა ემუქრება. ამ გარემოებებს თან ერთვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც. ერთი მხრივ გალში მცხოვრებლები ვერ ახერხებენ საარსებო მინიმუმის მიღებას, ხოლო მეორე მხრივ ვერც არსებული რესურსით ყიდულობენ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს და სხვა იმ პირველადი საჭიროების ნივთებს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი განპირობებულია ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით, რადგან გალის რაიონში პროდუქტის მომარაგება სწორედ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდებოდა. პანდემიის პირობებში გალი აღმოჩნდა ჰუმანიტარულ კრიზისში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირებისთვის გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა. პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და მათი ჩართულობით მოხერხდეს პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)