19:29 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 14:28:47, 1112 ნახვა

საზოგადოება
ჟანდარმერიის ბარათები ონლაინ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ჟანდარმერიის ბარათები ვებპროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა.

საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდი. ამ ფონდში გაერთიანებულ დოკუმენტთა შორისაა კარტოთეკა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოებში 1904-1917 წლებში შედგენილი 5000-ზე მეტი ბარათისგან შედგება. ამიერიდან ბარათების ელექტრონული ვერსიის ნახვა ყველა დაინტერესებული პირის ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლია: https://archive.gov.ge/ge/tbilisis-guberniis-zhandarmta-sammartvelo-1

კარტოთეკის ბარათებზე თავის დროზე მოხვდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, რევოლუციონერები, აგენტები, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირები,  მათ შორის ქალები და არასრულწლოვნები.

თითოეული ბარათი მოიცავს ინფორმაციას ჟანდარმერიის მიერ დაკავებული ან ძებნილი პირის თაობაზე. მათ დიდ ნაწილში შეტანილია პირთა ბიოგრაფიისა და ფიზიკური მახასიათებლების დეტალები,  ასევე, ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები, ხოლო მცირე ნაწილში მხოლოდ პირის სახელი და გვარია დაფიქსირებული.

კატალოგი XX საუკუნის დასაწყისის ისტორიითა თუ კონკრეტული პირების ბიოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევარებს ჟანდარმერიის ბარათების გაცნობისა და კვლევაში გამოყენების საშუალებას აძლევს. კატალოგის შევსება და ბარათების დამატება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics