20:21 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 14:56:35, 3621 ნახვა

საზოგადოება
შაქარაშვილის ბიძა - ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

 „ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია, პროკურატურისა და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ მირიან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება,რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.

 „ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება,რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ მდინარე არაგვში გადააგდეს. ყველა დაზიაება, ეს არის დაახლოებით 12 სახის დაზიანება, მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში. წამროუდგენელია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს ფერდობზე ჩაგორებით.

ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია, პროკურატურისა და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისნმგებაშ დამამძმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომელბიც გამოედევნენ ბავშვებს მათ შორის გიორგის და რომლის შედეგადაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი“, - განაცხადა მირინა ნიკოლაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics