|
2020-07-11 10:38:02, 3062 ნახვა
საზოგადოება
ეკატერტინე ტიკარაძემ და ჩეხეთის ელჩმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს. პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. პროექტი პირველად ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს. მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება. მისივე თქმით, აღნიშნული არამხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის ხელშეწყობას გულისხმობს, არამედ მოხდება არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესება და პრევენციული პრაქტიკის გაძლიერება. „აქცენტი კეთდება კიბოს სკრინინგზე, ასევე იმაზე, რომ შეიქმნას ერთიანი რეფერალი პირველადი ჯადაცვის და მეორეული დონის სამსახურების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, რათა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს იგივე ხარისხის სერვისზე წვდომა, რაც არის ცენტრალურ ქალაქებში. ამის საშუალებას მოგვემს ტელემედიცინის სერვისების განვითარება“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სულ მალე სამინისტროსთან მემორანდუმიც გაფორმდება. „მინისტრთან ერთად ორი პროექტი განვიხილეთ, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო აფინანსებს. თითოეული პროექტი დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ფოკუსირება ხდება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ასევე შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების განვითარების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობის პროექტის იმპლემენტაცია გარკვეულწილად უკვე დაწყებულია. კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში მოხდა სოფლის ექიმების გადამზადება, მაგრამ რა თქმა უნდა პროგრამა ბევრად ფართოა და ის პირველადი ჯანდაცვის მთლიან სექტორს მოიცავს. მეორე პროექტი შშმ პირებისთვის ალტერნატიული სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი იმ პირებს, ვინც დიდ ინსტიტუციებში ცხოვრობენ საოჯახო ტიპის გარემოს შესთავაზებს და მათი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს“, - აღნიშნავს დიპლომატი. შეხვედრას სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. მერი მაღლაფერიძემ ხაზი გაუსვა სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საბოლოოდ დასრულებას შეუწყობს ხელს.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)