20:21 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 10:36:25, 3068 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

 

პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  მონტაჟდება გარე განათების სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.  განხორციელდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და  ბუჩქები, დაითესება ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 221 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობის სამუშაოებს ათ  მისამართზე ახორციელებს. გარდა ამისა, გამგეობის მიერ, ბავშვთა გასართობი მოედნებიც ეწყობა, რომლის სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics