|
2020-07-08 14:27:46, 2303 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - საზღვრებზე მონიტორინგის დიდი გამოცდილება გვაქვს, პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს. „საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ. ის მგზავრები, რომლებიც ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით იმგზავრებენ, ექნებათ ვალდებულება, გარკვეული მონაცემები შეავსონ. მონაცემებში იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. გარდა ამისა, მგზავრს ექნება საქართველოში ტემპერატურული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე „პისიარ“ ტესტის აღება და ამის შემდეგ ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომაროება მოითხოვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ცნობისთვის, მთავრობიოს გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)