|
2020-07-01 12:28:40, 2143 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თუ მუხიანის სკვერის რეაბილიტაცია ორ კვირაში არ დასრულდება, შეგიძლიათ, კონტრაქტორი კომპანია გააბრძანოთ
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც, თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს კონტრაქტორი კომპანიის მისამართით მკაცრი ზომების გატარება დაავალა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს კონტრაქტორის დაუყოვნებლივ დაბარება და მისთვის სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად ორკვირიანი ვადის მიცემა სთხოვა. კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია არსებულ ხარვეზებს ორი კვირის ვადაში არ გამოასწორებს, გამგეობა მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. „ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არსებული სკვერების მოწესრიგებას, მათ განახლებას, გამწვანებას, ახალი საქალაქო პარკის მშენებლობას. ხორციელდება არაერთი პროექტი საქალაქო სამსახურებისა თუ გამგეობების მიერ. მინდა გამოვყო და შევეხო მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, რომელიც დიდი არ არის - დაახლოებით, 1000 კვ. მეტრია, სადაც სკვერის მოწყობა უნდა დასრულებულიყო. მესმის ყველანაირი პრობლემა, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჩერებია ინფრასტრუქტურული პროექტები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა არცერთ პროექტზე. ამ კონკრეტულ სკვერში, სადაც სამუშაოები დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა - ტერიტორია არის გაუბედურებული, მიტოვებული, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახურები და მერის მოადგილე, ირაკლი ბედნელიანი. მიეცით ორი კვირის ვადა. ამ ვადაში თუ ეს პროექტი დასრულებული არ იქნება, შეგიძლიათ, გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები საერთოდ ვერ უნდა იღებდნენ ტენდერებში მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია „გავაშავეთ“. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობის ინტერესი უგულებელყოს. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს შესაძლებლობა, არ უნდა მიიღო ტენდერში მონაწილეობა. დაუყოვნებლივ დაიბარეთ კომპანია და თუ ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოებს, შეგიძლიათ, „გააშავოთ“ ისე, რომ ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა. ეს ქალაქი ყველასია და განხორციელებული პროექტებით უნდა ისარგებლოს ყველამ. ჩვენი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, უმნიშვნელოვანესია და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ეს სკვერი ორი კვირის ვადაში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი 2019“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)