|
2020-07-01 11:54:42, 1993 ნახვა
საზოგადოება
სოციალური აგენტები 3 ივლისიდან გაფიცვებს აანონსებენ
სოციალური აგენტები 3 ივლისიდან გაფიცვებს აანონსებენ. მათ ჯანდაცვის სამინისტორს მოთხოვნებით უკვე მიმართეს. ჯანდავის მინისტრის მოადგილემ მოლაპარაების პროცესში პროფკავშირებით ჩართვაზე უარი განაცხადა. სოციალურ აგენტებს 10 მოთხოვნა აქვთ, მათ შორისაა შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხიც. აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“, ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ მოთხოვნებს. კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“, მოითხოვს სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე, მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი და უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება. „შევახსენებთ სამინისტროს, რომ სოციალურ აგენტთა პროფკავშირი წარმოადგენს მედიაციის მხარეს და სწორედ ამ პროფკავშირის ინიციატივით იქნა მოთხოვნილი მედიაციის პროცედურის დაწყება. აღნიშნული ფაქტი მიგვაჩნია პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანების დისკრედიტაციისა და დასაქმებულთა მოლაპარაკების ძალის დასუსტების მცდელობად. ვინაიდან, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე, მათი დროული და ეფექტური გადაწყვეტა მიგვაჩნია გადაუდებელ საქმედ“, - განაცხადეს კოალიციაში „ღირსეული შრომისათვის“.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)