|
2020-06-29 13:02:26, 1518 ნახვა
საზოგადოება
6 ივლისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, მოძრაობა აკრძალულია
6 ივლისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განუცხადა. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 6 ივლისის ჩათვლით. დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისის მიმართულებით. ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 30 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდება 2020 წლის 6 ივლისის ჩათვლით. დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)