01:06 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 17:59:16, 2031 ნახვა

საზოგადოება
ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოების შედეგად, 5 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ დროისთვის გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ.

„აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი.  პროექტის დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია  600 000 ლარით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics