|
2020-06-25 12:35:07, 1780 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა
თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა. ადგილზე თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად მივიდნენ. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ფესვთა სისტემა უზიანდებოდა, რამაც ხის ადგილიდან დაძვრა გამოიწვია. „პირველადი დათვალიერებით, რომელსაც, ბუნებრივია შემდგომი კვლევა სჭირდება, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა, ჩვენი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, სავარაუდოდ ხე, რომელიც საკმაოდ ხნოვანია, დაახლოებით 60 წლის არის. წლების განმავლობაში მას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს უზიანდებოდა ფესვთა სისტემა და ის ემყარებოდა ერთადერთ ცოცხალ ფესვს , რომლის ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად მოხდა ხის ადგილიდან დაძვრა. ასევე, ხეს გულში შეენიშნება ლპობის ნიშნები, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მას უზიანდებოდა ფესვები“, - განაცხადა მაია ბითაძემ. თამარაშვილის გამზირზე ჭადრის ხის წაქცევასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დამატებითი კვლევები ჩატარდება. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე იმყოფებოდნენ .
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)