|
2020-06-25 12:06:30, 1814 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად
„ლიბერთი“ ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემებით, მსგავსი სახის დახმარებით 50 ათასზე მეტმა ასაკოვანმა მარტოხელა მოხუცმა უკვე ისარგებლა. Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში დაწყებული საქველმოქმედო აქტივობა გრძელდება პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით, რომლის დახმარებით არაერთ ხანდაზმულს გადაეცემა სურსათი და პირადი ჰიგიენის აუცილებელი საშუალებები. ამას გარდა, ლიბერთის და საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით და წითელი ჯვრის მოხალისეები, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგების მოწესრიგების და დისტანციის დაცვის მნიშვნელოვან საქმეში. „ლიბერთი“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და გულით ზრუნავს თავის ასაკოვან მომხმარებელზე. ჩვენთვის პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკში ვიზიტისას, შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მოხარული ვართ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები მხარში უდგანან ლიბერთის თანამშრომლებს და ერთობლივად ვზრუნავთ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თუნდაც მცირედით, მონაწილეობა მიიღოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)