|
2020-06-23 16:15:25, 1467 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N2 ბაგა-ბაღის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება
დიდუბის რაიონში, N2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. უზნაძის ქუჩის N13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო. პროექტის მიმდინარეობას დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. „ურთულეს პროექტს ვახორციელებთ, რაც ისტორიული შენობის იმგვარ განახლებას გულისხმობს, რომ მისი ავთენტურობა არ დაირღვეს. უკვე გამაგრდა ნაგებობის საძირკველი და მიმდინარეობს ახალი ფლიგელის მშენებლობა, რაც ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი შიდა სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ახალი ბაღი ათჯგუფიანი იქნება და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. საბავშვო ბაღის შენობა სკოლამდელი განათლებისთვის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოებისა და ყველა სხვა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ალტერნატიულ ფართში გადასული ბაღის კონტინგენტი განახლებულ შენობაში მომავალ წელს დაბრუნდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)