|
2020-06-22 10:51:26, 1250 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ გამარჯვებულების დაჯილდოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი ,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში” და გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა. შერჩეული საუკეთესო პოსტერების და ჩანახატების ავტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კაცობრიობის ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური განვითარებისა, ადამიანები სრულად არიან დამოკიდებულნი ბიომრავალფეროვნებაზე. კონკურსანტებმა ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. მონაწილეების მიერ 100-მდე საკონკურსო საინტერესო და ორიგინალური ჩანახატი და პოსტერი იქნა წარმოდგენილი. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი წვლილი შეეტანათ 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში. ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო ჟიურის მიერ გამოვლენილ სამი საუკეთესო პოსტერისა და ჩანახატის ავტორი სერთიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)