|
2020-06-20 20:50:23, 1567 ნახვა
საზოგადოება
მაკო გომური - ჩემი თვალის ამოთხრით, რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს?
ჩემი თვალის ამოთხრით, უამრავი თვალებით, რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს? - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა წევრმა მაკო გომურმა განაცხადა. გომური აღნიშნავს, რომ მას დღემდე აქვს კითხვა, რას უშლიდა ხელისუფლებას აქციაზე დგომით. „ძალიან რთულია ამ წუთას ჩემთვის აქ დგომა, მეგონა, რომ ენერგიულად ვიქნებოდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ რთული ყოფილა. პირველ რიგში, მადლობა, რომ ეს ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე, იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და დარდობდით როგორ ვიქნებოდი. ერთი წელი გავიდა, 20 ივნისიდან და როგორც ერთი წლის უკან, ასე ვიდექი. იგივე ტანსაცმლი მეცვა და როგორც ახლა არ ვქმნი რაიმე საფრთხეს, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა ერთერთმა სამართალდამცავმა მესროლა. რატომ? ეს შეკითხვაა, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი. ჩემი თვალის ამოთხრით, უამრავი თვალებით რომელი შტურმი ააცილეს პარლამენტს? რას უშლიდათ ჩვენი იქ დგომა? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბძოლით და თქვენი ანთებული გულებით შევძლებ, ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას. ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოინდომევენ ჩვენს გაშავებას, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი პროტესტი არის უკეთესი მომავლისთვის. გვახსოვდეს, არასდროს არ შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღესაც გვართმევს ტერიტორიებს“, - განაცხადა მაკო გომურმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)