02:38 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 19:05:09, 1486 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაიწყო

რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაიწყო.

აქციას მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისიდან, „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით მართავს.

როგორც ცნობილია, აქციისას 20-მდე გამომსვლელი გააკეთებს განცხადებას.

აქციაზე დისტანცია დაცული იქნება, აქციის მონაწილეები კი პირბადეებით იქნებიან.

აქციაზე პოლიტიკოსები, კერძოდ, ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გავრილოვი იმყოფებოდა, რამაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია 20 ივნისს გვიან ღამით დაიძაბა, რასაც ხელისუფლების მიერ აქციაზე მყოფების დარბევა მოყვა. აქციის მონაწილეების დარბევა 21 ივნისის დილამდე გრძელდებოდა. რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მძიმედ დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics