|
2020-06-18 14:08:14, 1270 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად კამპანიას იწყებს
„თეგეტა მოტორსი“ ახალ კამპანიას იწყებს - „თეგეტა ახალი თავგადასავლებისთვის“. საქართველოში უამრავი საოცარი ადგილია რომელიც არ გინახავთ ან შეიძლება ახლიდან აღმოაჩინოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტას“ ახალი კამპანია. „თეგეტაში“ ყველაფერი დაგხვდებათ იმისათვის, რომ მზად შეხვდეთ ახალ თავგადასავლებს - პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხის სერვისი, საუკეთესო შეთავაზებები და მრავალფეროვანი აქციები - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი მოგზაურობა გახადოთ კომფორტული და უსაფრთხო. კამპანიის ფარგლებში მიიღებთ უსასრულო გარანტიას პრემიუმ ბრენდების მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საბურავების, მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილების, სამუხრუჭე ხუნდების და აკუმულატორების შეძენისას, რაც გულისხმობს, რომ „თეგეტა“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ ან აგინაზღაურებთ შეძენილი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას ნებისმიერი, დაზიანების შემთხვევაში. აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების შეძენა შეგიძლიათ 69 ლარიდან. ასევე „თეგეტა“ გთავაზობთ „საბურავების სასტუმრო“-ს სერვისს, რაც გულისხმობს შეცვლილი საბურავების ფილიალშივე შენახვას. კამპანიის ფარგლებში აქციები ასევე მოქმედებს აკუმულატორებსა და ძრავის ზეთებზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ „Fiamm“-ის ბრენდის აკუმულატორებზე, რომლებზეც ვრცელდება უსასრულო გარანტია. გარდა ამისა დამატებით 90 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში. ძრავის ზეთების შეძენისას „თეგეტა“ გთავაზობთ აქციას „Mobil“-ის და „Fuchs“-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე, აღნიშნული ბრენდების 4 ლიტრი ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ ზეთის ფილტრი. შეთავაზებები ძალაშია მიმდინარე თვის ბოლომდე „თეგეტა მოტორსის“ ყველა სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)