|
2020-06-16 14:46:07, 1292 ნახვა
საზოგადოება
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების თანამედროვე გადაწყვეტა აგრობიზნესისთვის
United Fresh გამოფენა უმსხვილესი საერთაშორისო ასპარეზია სასურსათო პროდუქციის სფეროს პროფესიონალთათვის, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მყიდველსა და ექსპორტიორს უყრის თავს, ეხმარება მათ ბიზნესის განვითარებასა და ახალი კონტაქტების მოძიებაში. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადაიტანეს და დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვირტუალურ სავაჭრო ბაზრობაში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდანაც. ქართულ პროდუქციას, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის 17, ხოლო “აწარმოე საქართველოს” 5 ბენეფიციარი კომპანია წარადგენს. ვირტუალურ გამოფენაზე კომპანიები სხვადასხვა ორგანულ, დამუშავებულ და ახლად მომზადებული პროდუქციას (თხილი, წვენი, ჩაი, გამომშრალი ხილი (ჩირი), თაფლი და ყველი) წარადგენენ. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ სესიებს პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, ვირტუალურ საგამოფენო დარბაზს, სადაც ექსპონენტები უმასპინძლებენ დარგის სპეციალისტებს, გასცემენ საკუთარ პროდუქციაზე მასალებს და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ვირტუალურ რეჟიმში დაათვალიერონ საწარმოები. გარდა ამისა, ვირტუალური გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე მისი ხანგრძლივობაა. ონლაინ პლატფორმა გახსნილი იქნება 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მყიდველს შეეძლება შემოსვლა, პროდუქციის დათვალიერება და ექსპორტიორებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)