|
2020-06-16 14:26:06, 1043 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების თაობაზე. ნინო ცაციაშვილის განმარტებით, სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც 21 პირი იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტრენინგებისა და სამართალდამცავ უწყებებთან რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, როგორც დამოუკიდებლად, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებას და გადამზადებას აქტიურად ახორციელებს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სექსუალური შევიწროების თემაზე გამომძიებელთათვის შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც სამართალდამცავებს სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და მათზე სათანადო რეაგირებაში დაეხმარება. ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას პოლიციის მნიშვნელოვან როლზე და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა გადამზადებასა და განახორციელებს მათი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)